ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა EMC -ის აღმასრულებელ დირექტორთან-BOOSTER TALKS

ღონისძიებები

10 ივლისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება ორგანიზაცია EMC-ის აღმასრულებელიდირექტორი ლინა ღვინიანიძე.

EMC– ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, დაარსებული 2013 წელს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციაა, რომლის მიზანია თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. 

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს:

  1. EMC-ის საქმიანობა, მისი ხედვები და სამუშაო მიდგომები;
  2. შესაძლებლობები, რომელთაც EMC და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქმნიან სტუდენტებისთვის;
  3. განათლებისა და დასაქმების პოლიტიკის გავლენა სტუდენტებსა და მათი განვითარების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 9 ივლისის 23:59 საათისა. 

შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. 

დრო: 10 ივლისი, 15:00 საათი 

სარეგისტრაციო ფორმა

 
ბანერები