ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა EFES GEORGIA - ის წარმომადგენლებთან – Booster Talks

ღონისძიებები

20 აპრილს, 13:00 საათზე, Booster Talks-ის სტუმრები იქნებიან EFES GEORGIA-ის პერსონალის მართვის უფროსი ნინო თვალთვაძე და პერსონალის მართვის სპეციალისტი ნათია ჟორჟოლიანი.

EFES GEORGIA ლიმონათისა და ლუდის მწარმოებელი კომპანია, წარმოდგენილი 23 ქვეყანაში, აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: ნატახტარი, კასრი, ქარვა, Löwenbräu, Franziskaner, Corona და სხვ. 2020 წელს EFES GEORGIA მეხუთედ გახდა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს გამარჯვებული სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის კატეგორიაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“.  EFES GEORGIA საკონსულტაციო კომპანია GEPRA-სთან ერთად ახორციელებს კომპანიაში დასაქმებისა და თანამშრომლებზე ზრუნვის სისტემის გაუმჯობესების პროგრამას.

BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრებს. 

მომხსენებლები შეხვედრაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

  • EFES GEORGIA-ს HR პოლიტიკა;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობები კომპანიაში;
  • სტაჟირების პროგრამები.

შეხვედრა საინტერესო იქნება ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 2021 წლის 20 აპრილის 12:00 საათის ჩათვლით.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის საშუალებით, დარეგისტრირებული კანდიდატები Zoom-ის ბმულს მიიღებენ შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.

დრო: 20 აპრილი, 13:00 საათი

 

 

ბანერები