ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ჯულიარდის სკოლისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრანტთან, პიანისტ ზურა კობახიძესთან

ღონისძიებები

13 იანვარს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება შეხვედრა ჯულიარდის სკოლისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრანტთან, პიანისტ ზურა კობახიძესთან.

ზურა კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანია. მას მრავალი ჯილდო და გრანტი აქვს მოპოვებული, მათ შორის - ბოსტონის კონსერვატორიის ბენჯამინ კასერის სასწავლო გრანტი (დაახლ.140000 აშშ დოლარი ოთხი წლის განმავლობაში).

ბოსტონის საუკუნოვანი მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული კონსერვატორიის ისტორიაში ზურა პირველი ქართველი სტუდენტი იყო. კონსერვატორიის წარმატებით დასრულების შემდეგ, ზურამ ჯულიარდის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა და არტურ გოლდისა და რობერტ ფიცდეილის პრესტიჟული სასწავლო გრანტი მოიპოვა; მაგისტრატურის პირველი სასწავლო წლის უმაღლესი შეფასებით დამთავრების საფუძველზე კი ჯულიარდ-კოლუმბიის გაცვლით პროგრამაში მოხვდა და 2015 წლის სექტემბრიდან, ჯულიარდის სკოლის პარალელურად, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობს მენეჯმენტს.

შეხვედრაზე ზურა თავის გამოცდილებას გაუზიარებს ილიაუნის სტუდენტებს.

დრო: 13 იანვარი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები