ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენელთან – BOOSTER TALKS

ღონისძიებები

19 ივნისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება „ჯიპიაი ჰოლდინგის" HR დეპარტამენტის უფროსი ნინო ხაჭაპურიძე.

2006 წლიდან „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი გახდა.

BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. 

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს:

  •  როგორ დავგეგმოთ კარიერული და პიროვნული განვითარება;

  • როგორ შევქმნათ პერსონალური ბრენდი და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს კარიერაზე;

  • როგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელები ჩვენი პროფესიული მიზნების მისაღწევად;

  • თვითშემეცნების ტექნიკები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება;

  • ნეთვორკინგის დანიშნულება და კავშირი ჩვენს მიზნებთან.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 18 ივნისის 23:59 საათისა. 

შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. 

დრო: 19 ივნისი, 15:00 საათი 

სარეგისტრაციო ფორმა.

ბანერები