ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა-დისკუსია სტუდენტებთან

ღონისძიებები

2010 წლის 3 დეკემბერს, 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსის (ავსტრიული ბიბლიოთეკა) 105 აუდიტორიაში, ( მის.: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ცენტრი მართავს სტუდენტებთან შეხვედრა-დისკუსიას თემაზე: ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური კოჰესია საქართველოში”.

შეხვედრაზე სახალხო დამცველთან არსებული შშმ ცენტრის ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი წარადგენს კვლევას აღნიშნულ თემაზე. დისკუსიისას განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, გარიყულობისა და დამოკიდებულების სინდრომის დაძლევა, გზა პიროვნული ტრავმატიზაციიდან საზოგადოებაში ცვლილების გამომწვევ აგენტამდე. აღნიშნული კვლევა 2009-2010 წლებში ჩატარდა „კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის“ მხარდაჭერით საქართველოში.

შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ მოხსენებას ასევე წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაციის „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენელი.

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები