ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ბას გოდსკასთან

ღონისძიებები

25 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება შეხვედრა ევროპის ადრეული ეტაპის ინვესტორსა და ზრდის ექსპერტ ბას გოდსკასთან. ღონისძიებას სტარტაპი გრაინდ თბილისი აწყობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ბასი miro.com-ის ანგელოზი ინვესტორია. მის მიერ განხორციელებულმა 50+ ინვესტიციამ $1 მილიარდზე მეტი კაპიტალი მიიზიდა ისეთი ფონდებისგან, როგორებიცაა: Iconiq, Accel, Insight, Salesforce, Google, Y Combinator და Techstars. კომპანიების საერთო საბაზრო ღირებულება $20 მილიარდს აღწევს.

მომხსენებელი ისაუბრებს თავის კარიერულ გზაზე – მსხვილი კორპორაციების მარკეტინგიდან ევროპის ტოპ ინვესტორობამდე. შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან   ინფორმაციასა და რჩევებს ადრეული ეტაპის სტარტაპების შეფასების კრიტერიუმებზე, დამფუძნებლებისა და გუნდების შეფასების პროცესზე, ინვესტორებთან ურთიერთობის სტრატეგიებსა და თავიდან ასარიდებელ ყველა შეცდომაზე.

მომხსენებელი განიხილავს აღმოსავლეთ ევროპული ტექნოლოგიური ეკოსისტემის უპირატესობებსა და  ბარიერებს გლობალური კაპიტალის მოსაზიდად.

ღონისძიება შესაძლებლობაა სტარტაპდამფუძნებლებისთვის, ინვესტორებისა და ტექნოლოგიის ენთუზიასტებისთვის პრაქტიკული რჩევების მისაღებად განვითარებად ბაზრებზე წარმატებული კომპანიების შექმნის შესახებ.

რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/qN3cH

ღონისძიების ბმული Facebook-ზე: https://shorturl.at/6wYZs

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 25 ნოემბერი, 18:00-20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (A კორპუსის შიდა ეზო), ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2025

ბანერები