ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველ ქალ ხელმძღვანელთან, ჯილ მარი ჰრუბთან

ღონისძიებები

23 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა ჯილ მარი ჰრუბი, აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველი ქალი ხელმძღვანელი და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში.

შეხვედრა გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ.

შეხვედრაზე ჯილ ჰრუბი, პროფესიით მექანიკური ინჟინერი, სტუდენტებს ესაუბრა თავის კარიერასა და საქმიანობაზე.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

მომხსენებლის შესახებ

ჯილ მარი ჰრუბი პროფესიით მექანიკური ინჟინერია. 2021 წლის 26 ივლისიდან აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში, უკავია თანამდებობა, რომელსაც სენატი ამტკიცებს.

2015-2017 წლებში იყო სანდრიას ეროვნული ლაბორატორიის დირექტორი და ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველი ხელმძღვანელი ქალი.

ეს დაწესებულება, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის/ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული ლაბორატორია, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების დარგში განსაზღვრული სხვადასხვა ამოცანის შესრულებას, მათ შორის ბირთვული შეიარაღების, კიბერსივრცის, ენერგეტიკის, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ბიოლოგიური საფრთხისგან თავდაცვისა და კოსმოსის კვლევის მიმართულებით.

2023 წელი

 

ბანერები