ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ამერიკელ მწერლებთან – საზღვრები და სივრცეები

ღონისძიებები

29 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ ცნობილი ამერიკელი მწერლები: კრისტოფერ მერილი, ენჯი კრუზი, აიანა მათისი და როზა ალკალა.

მოდერატორი: ნილუფარ თალები, ფულბრაიტის მეცნიერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

შეხვედრის შესახებ

ამერიკელი მწერლები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურულ საქმეთა ბიუროსთან, საერთაშორისო სამწერლო პროგრამასთან პარტნიორობით საქართველოში აწყობენ კითხვის ტურს, რომლის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული კავშირების გაღრმავება. ტურის დროს დაგეგმილია საჯარო კითხვა, ვიზიტები ლიტერატურულ დაწესებულებებში, შეხვედრები კულტურის წარმომადგენლებსა და მედიასთან, იმ ადგილებში, რომლებიც მათ რეგიონის იტორიული და მიმდინარე მოვლენების უკეთ გაცნობაში დაეხმარება, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან.

მწერლების შესახებ

კრისტოფერ მერილი (1957) ამერიკელი პოეტი, ესეისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელია. მას გამოქვეყნებული აქვს პოეზიის ექვსი კრებული, მათ შორის “Watch Fire”, რომლისთვისაც პიტერ ი. ბ. ლავანის ახალგაზრდა პოეტების ჯილდო მიიღო. მან გამოაქვეყნა არაერთი თარგმანი, მისი რედაქტირებით გამოიცა რამდენიმე ტომეული და მრავალი არამხატვრული წიგნი, რომელთაგან ორი უოლტ უიტმენს ეძღვნება. კრიტიკოსების მიერ აღიარებული წიგნი “Only the Nails Remain: Scenes from the Balkan Wars” ასახავს 1992-1996 წლებში მწერლის ბალკანეთის ქვეყნებში ომის დროინდელ ათ მოგზაურობას. ამჟამად იგი აიოვას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამწერლო პროგრამის დირექტორია.

ენჯი კრუზი (1982) ნიუ-იორკში დაბადებული დომინიკანელია, რომელმაც განვითარების, პიროვნებად ჩამოყალიბების წლები უმეტესად ნიუ-იორკიდან დომინიკის რესპუბლიკაში და დომინიკის რესპუბლიკიდან ნიუ-იორკში მოგზაურობაში გაატარა. მისი რომანი “Dominicana” საინაუგურაციო წიგნი იყო GMA-ს წიგნის კლუბისთვის და დასახელდა როგორც 2019/2020 წლების “Wordup Uptown Read”. კრუზის მეოთხე რომანი, “How Not To Drown in A Glass of Water”, 2022 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება. იგი არაერთი ჯილდოს მფლობელი ლიტერატურული ჟურნალის Aster(ix) დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. ამჟამად არის პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. დროს პიტსბურგს, ნიუ-იორკსა და ტურინს შორის ატარებს.

როზა ალკალა, პოეტი და მთარგმნელი, პატერსონში, ნიუ ჯერსიში, ესპანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. სამკითხველო, სასაუბრო ლექციები და ვორკშოპები ჩატარებული აქვს როგორც აშშ-ში, ასევე ლათინურ ამერიკაში. მისი ლექსები მრავალ ანთოლოგიასა და ჟურნალში გვხვდება, ხოლო უახლესი პოეტური კრებული “MyOTHER TONGUE” (2017) New York Times-ში აღწერილია, როგორც „არეული ემოციები და გაუგებრობები, რომლებიც გადაადგილდება ენებს შორის“. ხელოვნების ეროვნული ფონდის მთარგმნელობითი სტიპენდიისა და თარგმანის ჯილდო PEN-ის მეორე ადგილის მფლობელი, კრეატიული წერის პროფესორია ტეხასის უნივერსიტეტ ელ-პასოში, სადაც ის ჰუმანიტარული მეცნიერებების ორენოვანი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ასწავლის.

აიანა მათისის პირველი რომანი “The Twelve Tribes of Hattie” New York Times-ის ბესტსელერად იქცა და ოპრას წიგნების კლუბის არჩევანი იყო. წიგნი მოგვითხრობს დიდი მიგრაციის პერიოდის ბავშვების ისტორიას, ადამიანთა ყველაზე დიდ მოძრაობას აშშ-ის ისტორიაში, როდესაც დაახლოებით 6 მილიონი შავკანიანი მე-20 საუკუნეში ამერიკის სამხრეთიდან ჩრდილოეთის, შუა დასავლეთისა და დასავლეთის შტატებში გადასახლდა რასიზმისგან თავის დასაღწევად და ამერიკული ოცნების მისაღწევად. ამჟამად მწერალი მასპინძლობს და კურირებს “Black Arts Dialogues”, სასაუბრო სერიას, რომელიც ორიენტირებულია ხელოვნებაზე, რომელსაც კოლუმბიის უნივერსიტეტის აფროამერიკული და აფრიკული დიასპორული კვლევების დეპარტამენტი მასპინძლობს. ამავდროულად მეორე რომანზე მუშაობს.

დრო: 29 ივნისი, ოთხშაბათი, 16:00 საათი

სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დასწრება: თავისუფალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის წინასწარი რეგისტრაციით

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/39NUcI2

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27 ივნისი, 23:59 საათი

ღონისძიების ჩატარების ადგილმდებარეობაზე ინფორმაციას მიიღებენ ის მონაწილეები, რომლებიც 27 ივნისის ჩათვლით დაგვიდასტურებენ შეხვედრაზე დასწრების სურვილს ელექტრონული მეილითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

2022 წელი

 

ბანერები