ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა Amazon Export Hub- ის დამფუძნებელ ლევან მოლაშვილთან

ახალი ამბები

  • გინდა, აქციო ამაზონი შემოსავლის წყაროდ?
  • გინდა, გაიგო, რა შესაძლებლობებს გთავაზობს ამაზონის პლატფორმა და როგორ შეგიძლია სრულად გამოიყენო მისი პოტენციალი?

მაშინ გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუმაუთ პრე-აქსელერატორის მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო, პრაქტიკული რჩევებით გაჯერებულ და ინსპირაციულ შეხვედრაზე Amazon Export Hub- ის დამფუძნებელ ლევან მოლაშვილთან, რომელიც მეწარმეობითა და სტარტაპსაქმიანობით დაინტერესებულებისთვის ისაუბრებს ამაზონზე, როგორც უნივერსალური გაყიდვების პლატფორმაზე, პროდუქტის წარმატებულად გაყიდვის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე სპიკერი ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ რჩევებზე და ყურადღება გამახვილდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ამაზონზე პროდუქტის განთავსების კრიტერიუმები;
  • ნიშები, რომელთა ათვისებაც შენს პროდუქტს უფრო გაყიდვადს გახდის;
  • ხშირად დაშვებული შეცდომები და როგორ არის შესაძლებელი მათი თავიდან არიდება;
  • როგორ ეხმარება Amazon Export Hub-ის პლატფორმა მომხმარებლებს.

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა - https://goo.gl/forms/DeZQ74MKjFtWGhUD3

გელოდებით, რომ შევხვდეთ ამაზონზე!

დრო: 28 მარტი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

 

ბანერები