ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შევინ აბასოღლუს საჯარო ლექცია „დროისა და კრიზისის მართვა“

ღონისძიებები

8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E316 აუდიტორიაში შევინ აბასოღლუ (რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Cumhuriyet University), თურქეთი) წაიკითხავს საჯარო ლექციას „დროისა და კრიზისის მართვა“.

დროის მართვა

დრო უდიდესი კაპიტალია, რომელიც ადამიანმა უნდა გამოიყენოს პროგრესის მიღწევად. ამ უმნიშვნელოვანესი კაპიტალის შეფასების მეთოდების სწავლება მენეჯერებისა და ახალგაზრდებისთვის არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა.

დროის მართვის ცნება

ბევრს ჰგონია, რომ ორგანიზაციებისთვის უმთავრესი რესურსი ფულია და ბევრ რამეს სწორედ ის მართავს, თუმცა, დროის არაეფექტურად გამოყენების შემთხვევაში კომპანიის ეფექტურად მართვა წარმოუდგენელია.

 დროის მახე

  • დაგეგმვის ნაკლებობა;
  • გადადება;
  • პრიორიტეტთა განსაზღვრის შეუძლებლობა;
  • ზედმეტი თავდადება საქმისადმი;
  • ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

კრიზისის მართვა

კრიზისი უპრეცედენტო და ძნელად გასაგები სიტუაცია, რომელიც წნეხისა და სტრესის ქვეშ აქცევს ორგანიზაციის პერსონალს, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ორგანიზაციის მეპატრონის უმთავრეს მიზნებს, კრიზისის აღმოჩენისა და პრევენციის სისტემას არასაკმარისად ხდის და საჭიროებს სასწრაფო ზომებს მოსაგვარებლად.

მომხსენებლის შესახებ

შევინ აბასოღლუმ დაამთავრა გაზის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი და ATILIMის უნივერსიტეტის მაგისტრატურა. მუშაობდა მასწავლებლის ასისტენტად რესპუბლიკის უნივერსიტეტში. ამჟამად Zara Veysel Dursun-ის გამოყენებითი მეცნიერებების სკოლის საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტის თანამშრომელია.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 8 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E316 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები