ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შესაძლებელია თუ არა ფრანგული ლაიციზმის ექსპორტირება?

ღონისძიებები

19 თებერვალს, 18:30 საათზე, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მოხსენება-დებატებს გამართავენ სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები პიერ-ანრი ტოვოიო და ჟან-კასიან ბიიე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიკო ზვიადაძე. 

ლექციის შესახებ: 

 „ფრანგული ლაიციზმი“ არაერთმნიშვნელოვანი ტერმინია. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რას აღნიშნავს ის _ ლაიციზმი ფრანგული მოდელითაა განსხეულებული თუ ლაიციზმის მრავალ მოდელთაგან ფრანგული მხოლოდ ერთ-ერთია? ამ საკითხის გამოკვლევა განსაზღვრავს „ფრანგული ლაიციზმის“ ექსპორტირების შესახებ შეკითხვასაც. პირველ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ფიქსირებული მოდელის გადატანაზე, რომელსაც, ცხადია, უნივერსალურობის პრეტენზია აქვს, თუმცა ამავე დროს საფრანგეთის კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტთანაა დაკავშირებული. პოლიტიკური სამართლიანობის იდეალიდან გამომდინარე, ამგვარი ავტომატური გადატანა არც შესაძლებლად გვესახება და არც სასურველად. მეორე შემთხვევაში კი საჭიროა განვიხილოთ ლაიციზმის მოქნილობა, რომელიც მისი კონტექსტუალიზაციის შესაძლებლობას უშვებს და პოლიტიკური სამართლიანობის იდეალთან კავშირში არტიკულირდება.

მომხსენებლები:

ჟან-კასიენ ბიიე, პოლიტიკური ფილოსოფიის პროფესორი, სორბონის უნივერსიტეტი

პიერ-ანრი ტავუაიო, ფილოსოფიის კოლეჯის თავმჯდომარე, ფილოსოფიის პროფესორი, სორბონის უნივერსიტეტი

სოფიკო ზვიადაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კულტურისა და რელიგიის კვლევების მიმართულებით

თარგმანი და მოდერაცია: ელენე ლადარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი 

შეხვედრა შედგება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით.


დრო: 19 თებერვალი, 18:30 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ,,ლიგამუსი"

ბანერები