ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"შექსპირი და რელიგია" - პროფესორ პოლ ფიდესის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

21 აპრილს, 19:15 - 21:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, პოლ ფიდესის წიგნის  პრეზენტაცია. წიგნი - სახელწოდებით, "შექსპირი და რელიგია" - ქართულად თარგმნა პაატა ჩხეიძემ და გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. წიგნში თავმოყრილია პროფესორ ფიდესის 4 ლექცია, რომლებიც მან 2008 და 2014 წლებში წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

წიგნის ინგლისური ვერსია ჯერ არ გამოცემულა, ამდენად, ქართული თარგმანი წინ უსწრებს ინგლისური დედნის გამოცემას.

დრო: 21 აპრილი,  19:15 - 21:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები