ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შექსპირი 450

ღონისძიებები

მაქს რეინჰარდტის „ზაფხულის ღამის სიზმარი“

23 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E202 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის 3/5, ვაკის პარკის წინ), გაიმართება შექსპირის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ჩვენება. ინიციატივა ნაწილია მთელი წლის განმავლობაში გაწერილი პროგრამათა ციკლისა, რომელსაც ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და შექსპირის კვლევითი ცენტრი შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავს უძღვნის. 

23 აპრილს, შექსპირის დაბადების დღეს, საქართველოში პირველად ვუჩვენებთ მეოცე საუკუნის ცნობილი რეჟისორის - მაქს რეინჰარდტის (1873-1943)  „ზაფხულის ღამის სიზმარს“ (1935 წელი, 133 წუთი, კომპოზიტორი ფელიქს მენდელსონი), რომელიც მისი ცნობილი დადგმის ეკრანიზაციაა.

რეინჰარდტმა 1920 წელს დააარსა ზალცბურგის ფესტივალი. ანშლუსის მერე დატოვა ავსტრია და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. გორდონ კრეგის მსგავსად, რეინჰარდტი მიდრეკილი იყო ნეორომანტიზმისა და სიმბოლიზმისაკენ. იგი თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც სცენის ნოვატორი. მისი საყვარელი ხერხები იყო: მბრუნავი სცენა, ავანსცენის გადატანა მაყურებელთა დარბაზში, უარი რამპაზე, როგორც მსახიობებსა და დარბაზს შორის გამყოფზე და ა.შ.

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 21 35 24



ბანერები