ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შექმენი გარემო, აღიქვი შესაძლებლობა და განაპირობე განათლება

ღონისძიებები

14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს 4 უნივერსიტეტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯიპა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) რექტორები ხელს მოაწერენ ინკლუზიის დეკლარაციას, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად გზავნილს ,,შექმენი გარემო, აღიქვი შესაძლებლობა და განაპირობე განათლება’’.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება ტემპუსის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,საზოგადოების ღიაობა ინდივიდუალური საჭიროების მქონე პირთათვის’’ (ASPIRE) - ფარგლებში.

ამავე დღეს მოეწყობა ღია გამოფენა და ინფორმაციულ-საგანმანათლებლო აქტივობები კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბაღში (გეგეშიძის ბაღი),

ილიაუნის თეატრის ეზოში გაიმართება სპექტაკლი ,,დამბო’’, ხოლო წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” - ,,ტემპელ გრანდინის’’ ჩვენება.

დეკლარაციის ხელმოწერის ადგილი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“
დეკლარაციის ხელმოწერის დრო:  17:00 საათი
მისამართი: 26 მაისის მოედანი #1, თბილისი

ბანერები