ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შემოგვიერთდით კოდირების ევროპულ ლიგაში!

ღონისძიებები

საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს მოსწავლეებთან ერთად გიწვევთ კოდირების ევროპულ ლიგაში მონაწილეობის მისაღებად!

გახდით კრეატიულები, წარმოგვიდგინეთ კოდირების ინოვაციური პროექტები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის STEM გაკვეთილებისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1-ლი დეკემბერი.

ჩვენ ვეძებთ

თქვენ მიერ მოსწავლეებთან ერთად შემუშავებულ კოდირების პროექტებს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ციფრული ინსტრუმენტები, როგორებიცაა მიკროკონტროლერი (Arduino, Raspberry Pi, Calliope და ა.შ.) ან / და  სხვადასხვა პროგრამული გარემო და ენები (Snap !, Scratch, C ++ და ა.შ.).

კატეგორიები:

  • ფუნდამენტური მეცნიერება ბინარული კოდირებით

როგორ მუშაობს სამყარო ჩვენ გარშემო? მოსწავლეები ქმნიან სიმულაციებს, აანალიზებენ და შეისწავლიან საბუნებისმეტყველო მოვლენებს ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით.

  • სამყაროს მიკროკონტროლირება

როგორ ვიყენებთ ციფრულ ხელსაწყოებს ჩვენ გარშემო სამყაროში ორიენტაციისთვის? მოსწავლეები გარემოსთან ურთიერთობის მიზნით შეიმუშავებენ დიზაინს, იყენებენ კოდირებას და ქმნიან სხვადასხვა აპლიკაციას (ინტერნეტი, ადამიანი-მანქანის ინტერფეისი, დისტანციური კონტროლი და ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.).

  • გარემო 4.0

როგორ გამოვიყენოთ ციფრული ხელსაწყოები ბუნებისა და გარემოს შესასწავლად და დასაცავად (სიმულაციის, მიკროკონტროლერის, სენსორების და ა.შ. გარემოსდაცვითი ასპექტების განხორციელება)?

ინსპირაცია  შეგიძლიათ იპოვოთ სასწავლო მასალაში „კოდირება STEM განათლებაში“.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის STEM–ის მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

განახორციელეთ პროექტი მოსწავლეებთან ერთად და წარმოადგინეთ პოსტერისა და მოკლე ფილმის სახით ინგლისურ ენაზე.

თქვენ უნდა გამოგზავნოთ:

შეგიძლიათ ვიდეო გაგზავნოთ Google Drive, Wetransfer ან Dropbox გამოყენებით.

პროექტი უნდა გაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე : coding@science-on-stage.eu.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1-ლი დეკემბერი 2020 წელი.

განაცხადებს შეაფასებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით:

  • პროექტის ხარისხი (თემის აქტუალობა, პროექტის მდგრადობა და მისი მასშტაბი, დიდაქტიკური მიდგომა,  მოსწავლეთა შეძენილი  ცოდნა და ა.შ.);
  • კრეატიულობა (პროექტის ინოვაციურობა და დანერგვა);
  • მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა (კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, გუნდური მუშაობა, პროექტზე მუშაობა და ა.შ.);
  • შედეგების პრეზენტაცია (პლაკატისა და ვიდეოს შინაარსი და ხარისხი).

რა ხდება შემდეგ?

შემოსული აპლიკაციებიდან ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო გუნდს (3 მოსწავლე და 2 მასწავლებელი თითო გუნდში). შერჩეული გუნდები წარადგენენ პროექტის შედეგებს საერთაშორისო ფინალზე.

კოდირების ევროპული ლიგის ფინალი გაიმართება 2021 წლის გაზაფხულზე ტექნომუზეუმში, ქალაქ მანჰაიმში (გერმანია).

საუკეთესო გუნდის არჩევისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია: კრეატიულობა, მოსწავლეთა ჩართულობა, პროექტის შინაარსი და შედეგების პრეზენტაცია.

პრიზები

გამარჯვებული მასწავლებლები 2022 წელს  Science On Stage-ის საერთაშორისო ფერსტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

მოსწავლეებისთვის კი მზადდება სიურპრიზი!

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები