ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დედოფლისწყაროს ტრენინგცენტრში ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელებისთვის შემეცნებითი ბანაკი ჩატარდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა 9 ოქტომბერს შემეცნებითი ბანაკის საგზურით დააჯილდოვა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე ილიაუნის 100 პირველკურსელი.

27-29 ოქტომბერს ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზაზე გაიმართა შემეცნებითი ბანაკი სტუდენტების მეორე ნაკადისთვის. პროგრამაში ჩართული იყო ილიაუნის ოთხივე ფაკულტეტი. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • „ფრინველების მიგრაცია“ – ზურაბ ჯავახიშვილი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი)
  • „საერთაშორისო სამართალი“ – ნიკა მელქაძე (სამართლის სკოლა)
  • „ფინანსური ინსტიტუტები“ – ნიკოლოზ ყაველაშვილი (ბიზნესის სკოლა)
  • „სამოქალაქო ატივიზმი და პროტესტის ფორმები საქართველოში“ – თამარ თოლორდავა (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)

გასვლითი სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ბანერები