ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენციის ფარგლებში: ვებგვერდის პრეზენტაცია

ღონისძიებები

20 ოქტომბერს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი, შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენციის - ლიტერატურა მონოკულტურულ / მულტიკულტურულ საზოგადოებაში - ფარგლებში, გიწვევთ ვებგვერდის პრეზენტაციაზე.

ვებგვერდი www.modernism.ge წარმოადგენს ახალ, მდიდარ რესურსს, რომელიც ციფრულ ფორმატში გვაცნობს ქართული მოდერნიზმის/ავანგარდის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის თბილისის მულტიკულტურული ავანგარდის მემკვიდრეობას.

მასალების დიდი ნაწილი დაცულია თბილისში, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში (დირექტორი ნოდარ გრიგოლაშვილი). 

ვებგვერდის შემქმნელები, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები - ნანა ყიფიანი, მზია ჩიხრაძე, თეა ტაბატაძე, ისაუბრებენ თემაზე: ”თბილისის მულტიკულტურული  ავანგარდი”.

დრო: 20 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები