ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სესხებისა და ანაბრების შედარებითი ანალიზი

ღონისძიებები

30 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G 106 აუდიტორია, გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) შედგება „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული კვლევის ‘’საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კომერციული ბანკების სესხებისა და ანაბრების შედარებითი ანალიზი“ პრეზენტაცია.

წარმოდგენილი კვლევა მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას საქართელოში მოქმედი წამყვანი კომერციული ბანკებისა და ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პროდუქტებისა და ანაბრების შესახებ. კვლევა აჩვენებს კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მსგავსი სასესხო პროდუქტებისა და ანაბრების შედარებით ანალიზს. შედარებულია ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების სესხებისა და ანაბრების (მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოზიდული სახსრების) საშუალო მაჩვენებლები.

კვლევა ჩატარდა 2012 წლის 10 მაისიდან 25 მაისის პერიოდში.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნება 14 კომერციული ბანკი და 14 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა:

·  მნიშვნელოვანი სხვაობა კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პროდუქტებსა და ანაბრებს შორის;

·  გამოვლინდა საქართველოში ყველაზე მაღალპროცენტიანი სესხი;

·  ცალკეულ სესხებთან ერთად დადგინდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კომერციული ბანკების სესხებისა და ანაბრების შედარებითი მაჩვენებელი.

,,ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ საჭიროდ თვლის, არსებული შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ტენდენციიდან გამომდინარე, ცალკეული რეკომენდაციით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

„ილიუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

ბანერები