ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სერგეი მედვედევის „ყირიმის პერიოდის პარკი" – წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

23 ოქტომბერს, 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორ სერგეი მედვედევის წიგნის „ყირიმის პერიოდის პარკი"პრეზენტაცია.

ავტორის შესახებ

სერგეი მედვედევი არის ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი. კითხულობდა ლექციებს ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევების ცენტრში, ჰელსინკის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. სწავლობდა მოსკოვში, ნიუ იორკში, პრაღაში, რომში. არაერთი პუბლიკაცია აქვს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში რუსეთის, საბჭოთა, იდენტობისა და უსაფრთხოების კვლევების საკითხებზე. ბოლო დრომდე იყო ტელეარხ „დოჟდ-ზე" საავტორო გადაცემის წამყვანი. ახლახანს გამოსცა წიგნი „ყირიმის პერიოდის პარკი".

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.ir-online.org/faculty/faculty/sergei-medvedev/index.html

სამუშაო ენა: ინგლისური 

დრო: 23 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი" (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები