ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სენსორული ოთახის გახსნა

ღონისძიებები

26 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ სენსორული ოთახის გახსნაზე. სენსორული ოთახის აღჭურვა შესაძლებელი გახდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” სოციალური პროექტის ფარგლებში. სენსორული ოთახი განკუთვნილია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან სენსორული ინტეგრაციის პროგრამის განსახორციელებლად. სენსორული ინტეგრაციის პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვის განვითარების ხელშეწყობას სენსორული შეფასების საფუძველზე განსაზღვრული სენსორული გამოცდილების უზრუნველყოფით.

ბანერები