ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი ტუბერკულოზის სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში

ღონისძიებები

21 ოქტომბერს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ტუბერკულოზის სტიგმისა დადისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, გაიმართება სემინარი.

შეხვედრას გაუძღვებიან დარგის ექსპერტები, რომლებიც სტუდენტებს გაუზიარებენ საინტერესო შემთხვევებს, მიაწვდიან სწორ და საჭირო ინფორმაციას აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით.

დაინტერესებულ სტუდენტებს გადაეცემათ პროექტის საინფორმაციო მასალები და ბრენდირებული მაისურები. მათ საშუალება ექნებათ, წლის ბოლოს მონაწილეობა მიიღონ ტუბერკულოზის სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ღონისძიებებში, წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები აღნიშნულ თემაზე ( სტატია, პოსტერი, ჩანახატი, ვიდეო და ა.შ) და გაიმარჯვონ სხვადასხვა ნომინაციაში.

საქართველოში ტუბერკულოზი აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. განკურნების შემდეგაც კი ჭირს პაციენტების უმტკივნეულოდ დაბრუნება სოციუმში. მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, შედარებით მარტივია დაავადების პრევენცია და შესაძლებელია რისკების სწორად განსაზღვრა.

დრო: 21 ოქტომბერი, 17:30 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები