ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი თემაზე: „თავისუფალი წვდომა კგბ-ს არქივებზე; უკრაინის გამოცდილება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის“

ღონისძიებები

27 ოქტომბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტისა და განმანთავისუფლებელი მოძრაობის კვლევის ცენტრის ექსპერტები მსმენელებს გააცნობენ, თუ როგორ მიაღწიეს უკრაინაში კომუნისტური სპეცსამსახურების არქივების გახსნას და ეს გამოცდილება რითი შეიძლება იყოს სასარგებლო აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის.

სემინარი ჩატარდება ორი სესიად.

უკრაინა

კგბ-ს რომელი დოკუმენტების მოძებნა შეიძლება უკრაინის არქივებში? როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი წვდომა დოკუმენტებთან? რითი უნდა დაიწყოს და როგორ განახორციელდეს საარქივო რეფორმის ადვოკატირება? როგორ არის მოწყობილი უკრაინის თანამედროვე კანონმდებლობა კომუნისტური სპეცსამსახურების დოკუმენტებზე წვდომის საკითხში?

საქართველო და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები

რამდენად ხელმისაწვდომია კგბ-ს არქივები საქართველოში? რა სახის საზოგადოებრივი და/ან სამთავრობო აქციები იმართება (ან, საერთოდ, იმართება თუ არა?) ქვეყანაში საბჭოთა წარსულის გასააზრებლად? როგორი მდგომარეობაა საბჭოთა სპეცსამსახურების დოკუმენტებზე წვდომის კუთხით აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებში?

მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ისტორიკოსებს, პოლიტოლოგებს, კულტუროლოგებს, არქივისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა მკვლევარს.

შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 593 78 59 01 ან მოგვწერეთ info@sovlab.ge

პროექტის მხარდამჭერია ჩეხეთის საელჩო უკრაინაში

სამუშაო ენა: რუსული

დრო: 27 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები