ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი თემაზე - საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ენერგეტიკის სექტორში

სემინარები

21 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში WEG-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული, ენერგეტიკის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლის ფარგლებში, გაიმართება მორიგი სემინარი თემაზე - საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ენერგეტიკის სექტორში.

სემინარის მიზანი:

არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო მოხელეებთან, სპეციალისტებთან, სტუდენტებთან, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ძირითადი სავალდებულო დოკუმენტების/მოთხოვნების განხილვა, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იმ გამოწვევების გამოვლენა, რომელთა გადალახვაც იქნება საჭირო ევროინტეგრაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების გზაზე; ასევე - ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეებს შორის საგნობრივი დიალოგისა და შინაარსობრივი განხილვის ხელშეწყობა.

განსახილველი საკითხები:


1. ასოცირების შეთანხმება და ენერგეტიკული გაერთიანება; მოლაპარაკება ენერგეტიკული გაერთიანების წევრობაზე - როგორია დღევანდელი სტატუსი.
2. რა ცვლილებებს მოითხოვს ასოცირების შეთანხმება და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა ენერგეტიკის ქვესექტორებში? ელექტრობა, ნავთობი და გაზი, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია, გარემოს დაცვა.
3.როგორ უკავშირდება ენერგეტიკაში განსახორციელებელი ცვლილებები ქვეყნის განვითარების ინტერესებს და დღევანდელ მდგომარეობას?
4. როგორ აისახება ეს ცვლილებები მომხმარებლებზე და ენერგოსექტორის მოთამაშეებზე?
5.როგორ უნდა მოხდეს რეფორმების განხორციელება და მათი პროგრესის მონიტორინგი?
6.და სხვა.

სემინარი გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის მესამე სამუშაო ჯგუფის ინიციატივით და ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით.

დღის წესრიგი:

1. 16:00. სემინარის გახსნა
2.აპ სსფ ეროვნული პლატფორმა, ლაშა ტუღუში - მისალმება (5წთ)
3.WEG, მურმან მარგველაშვილი - ასოცირების შეთანხმების ენერგეტიკული საკითხები, ენერგეტიკული გაერთიანება, ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნები (ECAcquis) - მოკლე მიმოხილვა (10 წთ)
კითხვა-პასუხი 5 წთ
4.ენერგეტიკის სამინისტრო, - მოლაპარკებების მიმდინარეობა ენერგეტიკული გაერთიანების წევრობაზე, ძირითადი განსახილველი საკითხები (10 წთ)
კითხვა-პასუხი (5 წთ)
5.სემეკი, ზვიად გაჩეჩილაძე - ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნები ელექტრობის სექტორში (10 წთ)
განხილვა (10 წთ)

შესვენება 20 წთ

6.თემურ გოჩიტაშვილი - ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნები ნავთობის და გაზის სექტორში (10 წთ)
განხილვა (10 წთ)
7. ნინო ჩხობაძე - ენერგეტიკული გაერთიანების გარემოსდაცვითი მოთხოვნები (10 წთ)
განხილვა (10 წთ)
8.გიორგი აბულაშვილი - ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნები ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სექტორში (10 წთ)
განხილვა (10 წთ)

სემინარის დასაწყისი: 21 მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დღის წესრიგი - PDF

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები