ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი თემაზე - "ელექტრონული ბიბლიოთეკები"

ღონისძიებები

პარასკევს 22 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ.32,) გაიმართება ერთდღიანი სემინარი თემაზე "ელექტრონული ბიბლიოთეკები". სემინარს ჩაატარებს პიზას უნივერსიტეტის პროფესორი ვიტტორე კასაროსა.
სემინარი დაიგეგმა TEMPUS-ის მიერ განხორციელებულ საზაფხულო სკოლის "ინფორმაციის მენეჯმენტი" ფარგლებში. მისი მსვლელობისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ბიბლიოთეკებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, ელექტრონული ბიბლიოთეკების შემადგენელი ნაწილები, მეტამონაცემები და მათი სტანდარტები, ინსტიტუციური საცავები და ღია არქივების ინიციატივა, ინფორმაციის პრეზენტაცია და ა.შ.

სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური და ის გაგრძელდება დილის 10.00 საათიდან საღამოს 16.00 საათამდე. სასურველია წინასწარი ჩაწერა რისთვისაც შეგიძლიათ, მიმართოთ თამარ ჯანაშიას: tamar.janashia@iliauni.edu.ge.

ბანერები