ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი, სტუდენტური ვორკშოპი, დისკუსია: “Pop-up space ურბანულ გარემოში ან დროებითი პავლიონი”

ღონისძიებები

5-9 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება სემინარი და სტუდენტური ვორკშოპი თემაზე: “დროებითი პავილიონი ან Pop-up Space ურბანულ გარემოში”. ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდა თაობამ გააცნობიეროს “მწვანე” არქიტექტურის ფილოსოფია, გაითვალისწინოს ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრინციპები, გაუფრთხილდეს და დაიცვას არსებული რესურსები.

ვორკშოპს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო ექსპერტი, BuroHappold Engineering-ის პარტნიორი - ანა სერა, მწვანე მშენებლობის საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი (http://gbc.org.ge) და სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელი.
სტუდენტურ ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. სტუდენტების წინასწარ შეირჩა სააპლიკაციო ფორმისა და მათ ნამუშევრების განხილვის შედეგად.
ვორკშოპზე შესრულებული ნამუშევრები გამოიფინება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (E 207 აუდიტორიაში).
საუკეთესო პირველი სამი პროექტის ავტორები დაჯილდოვდებიან. ყველა სტუდენტი მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ასევე, 9 ოქტომბერს გაიმართება “მწვანე” არქიტექტურის პრობლემების განხილვა საქართველოსთან მიმართებაში. პროფესიონალ­ები სტუდენტებთან ერთად შეეცდებიან არსებულ პრობლემაზე დისკუსიას და კონკრეტული საკითხების განხილვას.

5 ოქტომბერი - 09:30-17:00 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)
6, 7, 8, ოქტომბერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H 114 აუდიტორია (თამარაშვილის ქ. N 1)
9 ოქტომბერი -14:00 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)

სრული პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

ბანერები