ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი ,,სერიალების შესახებ

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 17:00  საათზე, G კორპუსის 106 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი ,,სერიალების შესახებ".

სატელევიზიო სერიალები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მათი ხარისხი რადიკალურად შეიცვალა  უკეთესობისაკენ. შეიცვალა მაყურებლის დამოკიდებულებაც როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში. თითქმის გაქრა სნობიზმი ,,მასებზე გათვლილი ჟანრის" მიმართ; მისი ადგილი დაიკავა ესთეტიკურმა და ინტელექტუალურმა ინტერესმა.

მიუხედავად ამ ინტერესისა, თეორიული რეფლექსია სატელევიზიო სერიალზე, როგორც ესთეტიკურ-სოციოლოგიურ თუ ესთეტიკურ-ისტორიულ მოვლენაზე, ჯერ კიდევ ძალზე შეზღუდულია დასავლეთის აკადემიაში და სრულიად არარსებული - საქართველოში. სემინარი სწორედ ამ სიცარიელის ამოვსების  მცდელობა იქნება. მთავარ მოხსენებას ,,სერიალების შესახებ: Brave New World" წაიკითხავს პროფ. გიგი თევზაძე. მეორე მოხსენებას ,,სერიალის ფორმა: მე-19 საუკუნის ლიტერატურიდან თანამედროვე ტელევიზიამდე" გააკეთებს პროფ. გიგა ზედანია.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ამა წლის 12 დეკემბრამდე  pr@iliauni.edu.ge

ბანერები