ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი: „საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“

ღონისძიებები

20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი თემაზე: „საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.“

მომხსენებელი გიორგი ახმეტელი ისაუბრებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, სამედიცინო და სოციალურ მიდგომებს შორის განსხვავებებზე და მსმენელებს გაუზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, მაკკეინის ინსტიტუტში მიღებულ გამოცდილებას.

სემინარის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“. ორგანიზაცია წარმოადგენს შშმ პირთა მოძრაობას, რაც ნიშნავს, რომ მასში ჩართულ ადამიანთა უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 2010 წლიდან ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან, სამთავრობო ორგანიზაციებსა და უწყებებთან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ორგანიზაცია ლობირებს ახალი პროგრამებისა და სერვისების შექმნა-განვითარებას. აქტიურად მუშაობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ცნობიერების ამაღლებაზეც. ამისათვის ინტენსიურად ტარდება სემინარები და ტრეინინგები მოსამართლეებისთვის, საჯარო მოხელეებისა და ახალგაზრდებისთვის. ამ უკანასკნელ ჯგუფთან მუშაობა ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ ქვეყნის განვითარების საკითხში გადამწყვეტი როლი აკისრიათ.

დრო: 20 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები