ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი - საქართველოს მოსახლეობის ენერგეტიკული მოხმარება

სემინარები

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტთან ერთად  აგრძელებს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლს და 27 ივნისს, პარასკევს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. 1)  გეპატიჟებათ მორიგ სემინარზე საქართველოს მოსახლეობის ენერგეტიკული  მოხმარება.

სემინარზე განხილული იქნება USAID-ის დაფინანსებით HPEP პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის მიერ განხორციელებული საოჯახო მეურნეობების ენერგომოხმარების კვლევის შედეგები და დასკვნები, ასევე - ტყეების მართვის და შეშით მოსახლეობის მომარაგების პრობლემები და მათი გადაჭრის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მექანიზმები, რომელიც მომზადებულია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის(CENN) მიერ.

აღნიშნული კვლევები ყურადღებას იმსახურებს მათი მაღალი მნიშვნელობით ტყის რესურსების დაცვის და მათი მდგრადი გამოყენების კუთხით, ისევე როგორც - მოსახლეობის და ქვეყნის ენერგეტიკული უზრუნველყოფის, ენერგეტიკული ბალანსის შედგენის, ეკონომიკური, სოციალური და რეგიონული განვითარების და სხვა მრავალ პრობლემატურ საკითხთან მიმართებით, რაც დისკუსიის პროცესში იქნება განხილული.

დასწრება თავისუფალია.

დღის წესრიგი>>>

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები