ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით მიმდინარეობს ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი PROFILES, რომელშიც ევროპის 21 ქვეყნის 22 უნივერსიტეტი მონაწილეობს. პროექტის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა მონაწილე ქვეყნებში. PROFILES -ის კოორდინატორია ბერლინის (გერმანია) თავისუფალი უნივერსიტეტი.

28 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გააკეთებენ მოხსენებებს პროექტ PROFILES -ის საქართველოში დანერგვისა და განვითარების შესახებ.

სემინარის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები