ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი პროექტების წერაში

ღონისძიებები

მიმდინარე წლის 30 ივნისს, 16:00 საათზე,  G 106 ოთახში  ილიას უნივერსიტეტის  სტუდენტებისათვის ჩატარდება სემინარი პროექტების წერაში. სტუდენტები გაეცნობიან საპროექტო განაცხადის  წარდგენის ფორმას, პროექტის დაგეგმვის და მომზადების ეფექტურ სტრატეგიებს.  დაგეგმილია ჯგუფური სამუშაო,რომლის დროსაც სტუდენტები შეიმუშავებენ საპროექტო იდეის მონახაზს. 

ტრენინგი ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის მიერ.
სამუშაო ენა- ქართული.
ხანგრძლივობა -2 საათი.

მსურველებმა დაგვიდასტურეთ მონაწილეობა ელ. ფოსტაზე  development@iliauni.edu.ge

ბანერები