ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი: „Mendeley – სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით“

ღონისძიებები

2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 307 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და მსოფლიოში აღიარებული საგამომცემლო კომპანია ელსევიერი (Elsevier) თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გიწვევთ სემინარზე: „Mendeley – სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით“.

პროგრამა Mendeley გამოიყენება სამეცნიერო ნაშრომების ორგანიზებისა და გაზიარებისთვის. მისი ონლაინვერსია კი წარმოადგენს აკადემიურ სოციალურ ქსელს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით სამ მილიონზე მეტი მკვლევარი იყენებს.

სემინარი საინტერესო იქნება საუნივერსიტეტო/აკადემიური ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.

სემინარზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც მოცემულია ბმულზე

შეხვედრის დრო: 2 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 307 აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები