ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი: ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად

ღონისძიებები

26 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ანალიტიკური ცენტრის - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ - ორგანიზებით, გაიმართება სემინარი: „ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება საქართველოში, ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად“.

სემინარის მიზანია ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისათვის საჭირო რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში და დაინტერესებულ მხარეებს შორის ამ თემაზე დიალოგის უზრუნველყოფა.

2017 წელს ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა მოამზადოს ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმა; ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში კი, უნდა დანერგოს დირექტივა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ (2009/28/EC). საკითხის კომპლექსურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე მთავარი ბარიერებისა და პრობლემების გამოკვეთა, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური სამუშაო პროცესის წარმართვას და შედეგზე ორიენტირებულ დაგეგმვას.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სემინარისთვის გამოყოფილი დრო, ძირითადად, დაეთმობა დისკუსიას.

დრო: 26 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები