ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხებზე

ღონისძიებები

7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (”A” კორპუსი, 101-ე  აუდიტორია; მის.: ი. ჭავჭავაძის #32) ”კავკასიის ახალგაზრდობის განვითარების ასოციაცია” აშშ -ს განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ”საქართველოს შიდსის პრევენციის პროექტის” ფარგლებში ატარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარს ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხებზე.

განიხილება შემდეგი თემები:

  1.     აივ/შიდსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
  2.     ცხოვრების ჯანსაღი წესი;
  3.     მავნე ნივთიერებების გავლენა ჯანმრთელობაზე - ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი;
  4.     გენდერული თანასწორობა და გენდერული ძალადობა.
ბანერები