ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

SEED OF HOPE საუნივერსიტეტო ლექციების სერია

ღონისძიებები

არასამთავრობო ორგანიზაცია Seed of Hope  აშშ-შია დარეგისტრირებული და მისი მიზანია განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის, განათლებისა და თემის გაძლიერების მიზნით სხვადასხვა  ინიციატივების განხორციელება.

Seed of Hope დაარსდა 2012 წელს ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში. ის აერთიანებს თემების ლიდერებს, პროფესიონალებს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და სოციალური სერვისის ვალანტიორებს.

2015 წელს Seed of Hope დაიწყებს აქტიურ მოღვაწეობას საქართველოში. ამასთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოს 3 უმაღლეს სასწავლებელში გაიმართება საჯარო ლექციების სერია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს Seed of Hope-ის სალექციო სერიას 21-22 იანვარს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე A კოპრუსის 101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი 32).

დანართის სახით გიგზავნით სემინარის პროგრამას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ბანერები