ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

SEED OF HOPE-ის საჯარო ლექციების სერია

ღონისძიებები

13-14 აპრილს, 16:00-დან 19:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, არასამთავრობო ორგანიზაცია Seed of Hope გამართავს საჯარო ლექციების სერიას.

არასამთავრობო ორგანიზაციის - Seed of Hope - მიზანია განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის, განათლებისა და თემის გაძლიერებისთვის სხვადასხვა  ინიციატივის განხორციელება. ის აერთიანებს თემების ლიდერებს, პროფესიონალებს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და სოციალური სერვისის მოხალისეებს.

2015 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია Seed of Hope აქტიურად მოღვაწეობს საქართველოში. მისი მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში რეგულარულად ტარდება საჯარო ლექციები.

ლექციების დრო: 13-14 აპრილი,16:00-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ლექციათა სრული განრიგი იხილეთ თანდართულ ბროშურაში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები