ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Science Slam ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

ღონისძიებები

ჰოლივუდიდან თბილისში - დოქტორი საშა ფოგელი, ცნობილი Science Slammer-ი ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის მე-3 სამეცნიერო პიკნიკზე ჩამოდის.

გერმანიის საელჩოს მოწვევით ბატონი ფოგელი 4 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის მე-3 სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც ვაკის პარკში ჩატარდება. Science Slam-ის კარავი №60 ღია იქნება 11-დან 18 საათამდე. 12:30-დან 14:00 საათამდე სცენაზე იხილავთ ახალგაზრდა მკვლევარებს. ერთი დღით ადრე რამდენიმე ქართველი მოსწავლე, რომლებიც ქართულ სკოლებში აქტიურად არიან ჩაბმულები ”ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების” საქმიანობაში, დოქტორ ფოგელთან ერთად ვორქშოპში საკუთარ პატარა პრეზენტაციებს შეიმუშავებს. სამეცნიერო პიკნიკის მსვლელობისას მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან, როგორც ეს ნამდვილი ”Science Slam”-ის დროს ხდება ხოლმე. გამარჯვებული დაჯილდოვდება.

”Science Slam”-ის იდეა წარმოიშვა გერმანიაში იქ პოპულარული ”Poetry Slams”-ის იდეიდან. ”Poetry Slam”-ის დროს მონაწილეები გამოდიან თავიანთი დაწერილი ტექსტებით და მაყურებლის აპლოდისმენტების მიხედვით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა. ასეთივე პრინციპით ფუნქციონირებს ”Science Slam”: ახალგაზრდა მეცნიერები დაახლოებით ათწუთიან გამოსვლებში იუმორითა და ახსნის უჩვეულო მეთოდებით აჩვენებენ მაყურებელს, თუ რა საერთო აქვს მათ საკვლევ პროექტს უნივერსიტეტის კედლებს მიღმა არსებულ სამყაროსთან. ბევრ გერმანულ ქალაქში ასეთი შეჯიბრებები რეგულარულად ტარდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკი წელს მესამედ ტარდება. მისი მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს საბუნებისმეტყველო საგნებს და ნათელი გახადოს მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები.

დოქტორი საშა ფოგელის შესახებ

თავისი პრეზენტაციით ”ფიზიკა ჰოლივუდში” ფოგელმა სხვადასხვა Science Slam-ზე (მეცნიერების პოპულარიზაციის ღონისძიება/კონკურსი) მრავალი ჯილდო მიიღო. თეორიული ფიზიკის მეცნიერი, დოქტორი საშა ფოგელი ერთ-ერთი იმ ახლაგაზრდა გერმანელი მეცნიერთაგანია, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ლაბორატორიებსა თუ არქივებში ჩატარებული თავიანთი კვლევების სცენაზე წარმოდგენა და ფართო საზოგადოებისათვის იმის ჩვენება, რომ მეცნიერული მუშაობა სულაც არ არის მშრალი და მოსაწყენი. ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე დოქტორი ფოგელი თავის მოხსენებაში სახალისო მანერით ხსნის, შეიძლება თუ არა ჰოლივუდის ფილმების სანახაობრივი სცენების შედარება ფიზიკურ რეალობასთან და საოცარ შედეგებამდე მივყავართ.

ინფორმაცია პრესის წარმომადგენლებისათვის:

პრესის წარმომადგენლები მოწვეულნი არიან 4 ოქტომბერს 12 საათზე გახსნის ცერემონიაზე მთავარ სცენაზე, სადაც გერმანიის ელჩი, ბატონი ორთვინ ჰენიგი სიტყვით გამოვა. Science Slam-ის შემდეგ შეგიძლიათ შეხვდეთ და გაესაუბროთ ბატონ დოქტორ საშა ფოგელსა და გერმანიის ელჩის მოადგილეს და გერმანიის საელჩოს კულტურისა და პრესის განყოფილების ხელმძღვანელს, ქალბატონ მონიკა ლენჰარდს პრესისთვის განკუთვნილ სცენაზე. ბატონ დოქტორ ფოგელთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერის სურვილის შემთხვევაში წინასწარ მიმართეთ საელჩოს მისამართზე: pr-100@tifl.diplo.de

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:
https://www.facebook.com/IliauniSciencePicnic?fref=ts
https://www.facebook.com/events/717283834992209/?fref=ts

ბანერები