ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“ – დოქტორ თიმ ბუნიევაცის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

14 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში დოქტორი თიმ ბუნიევაცი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“.

დოქტორი თიმ ბუნიევაცი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი ექსპერტია დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, ავტორია საერთაშორისო კვლევებისა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო ადმინისტრირების შესახებ.

მან დააარსა ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სასამართლოები ავსტრალიაში, იყო სასამართლო ადმინისტრაციის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი. დღემდე სასამართლო ადმინისტრირების საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორია; აქვს პრაქტიკოსი იურისტის, მინისტრის მრჩევლად და სასამართლო სისტემის კონსულტანტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 14 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2024

 

ბანერები