ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„საზღვრებს მიღმა“ - კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი 2025

ღონისძიებები

25 ივნისს, 10:00  საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი „საზღვრებს მიღმა 2025“ გაიხსნება აკადემიური კონფერენციით.

კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვლენ როგორც კორეელი, ასევე ქართველი ექსპერტები, გაიმართება დისკუსიები.

მონაწილენი განიხილავენ საქართველო-კორეის თანამშრომლობის აქტუალურ თემებს:

  • კორეისა და საქართველოს როლი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში;
  • ხელოვნური ინტელექტის, მასმედიისა და სოციალური ქსელების გავლენა განათლებასა და თანამედროვე საზოგადოებაზე;

დეტალური პროგრამა: იხილეთ 25 ივნისის დღის განრიგი

ღონისძიების მხარდამჭერები:

ღონისძიება უნიკალური პლატფორმაა ქართულ-კორეული თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობათა შესაქმნელად.

დრო: 25 ივნისი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები