ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საზაფხულო სკოლა: „სამხრეთ კავკასია – კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, DAAD-ის ფინანსური მხარდაჭერით წელს უკვე მეთერთმეტედ უმასპინძლებს  საზაფხულო სკოლას გერმანელი სტუდენტებისთვის: „სამხრეთ კავკასია – კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა". საზაფხულო სკოლა დიდი პოპულარობით სარგებლობს გერმანელ,  და არა მხოლოდ გერმანელ, სტუდენტებს შორის. 

2019 წელს საზაფხულო სკოლა გაიმართება 7-დან 9 სექტემბრამდე. სკოლას ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან გურჩიანი, ასევე ჩართულნი იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

სკოლის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მისი კულტურული თავისებურებები და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები; ხელი შეუწყოს რეგიონის მეცნიერული კვლევის პოპულარიზაციას. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას  ექსკურსიების მეშვეობით.

სკოლას ტრადიციულად ესტუმრებიან საქართველოში ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები.

საზაფხულო სკოლის ვებგვერდი: www.summerschools.iliauni.edu.ge

ბანერები