საზაფხულო ტრენინგი იმპლემენტაციურ მეცნიერებასა და ბიოსტატისტიკაში
ღონისძიებები
10, 11 და 12 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე Georgian Implementation Science Fogarty Training (GIFT) პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საზაფხულო ინტენსიური ტრენინგი აშშ-ს იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წამყვანი პროფესორების მიერ.
ტრენინგის მიზანია დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს იმპლემენტაციურ მეცნიერებასა და ბიოსტატისტიკაში თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.
ვისთვის არის ტრენინგი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, დასაქმებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, პედაგოგებისთვის, ლექტორებისა და პროფესორებისთვის
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - მაქსიმუმ 100 მონაწილე (სამუშაო მიმართულებებად დაყოფით 40-40-20).
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, გაიცემა დასწრების სერტიფიკატები.
ტრენინგის დღის წესრიგი იხილეთ: https://iliauni.edu.ge/uploads/other/84/84102.pdf
ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: https://form.jotform.com/240945889308067
ტრენინგზე მსურველთა რეგისტრაცია დაიხურება 2024 წლის 1 ივლისს. ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, პირველი 100 რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობას. რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ დეტალებს ტრენინგამდე რამდენიმე დღით ადრე.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: irma.kirtadze@iliauni.edu.ge
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 10, 11 და 12 ივლისი
2024