ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საზაფხულო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის სტუდენტებისათვის

ღონისძიებები

2019 წლის 15-20 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტის აბასთუმნის ბაზაზე გაიმართება საზაფხულო პლენერი (სახელოვნებო საზაფხულო სკოლა).

პლენერში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ მინიმუმ 10  ჩანახატი (ფანქარი, ტუში, ნახშირი, სანგინა და სხვა) და ერთი ფერწერული ნამუშევარი (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი). კომისია შეაფასებს სხვადასხვა მასალის (გრაფიკული და ფერწერული) ფლობის უნარსა და ნამუშევრების კომპოზიციურობას, რის საფუძველზეც შეარჩევს საზაფხულო სახელოვნებო სკოლის მონაწილეებს.

პლენერში მონაწილეობა შეუძლიათ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ძირითადი და დამატებითი პროგრამის სტუდენტებს.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: მაქს. 10 სტუდენტი

კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ 10-დან 14 ივნისის ჩათვლით სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციაში (მის.: ი. ჭავჭავაძის N32, ოთახი D609). პლენერის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 19 ივნისს.

მონაწილეთა ტრანსპორტირებას, კვებასა და აბასთუმნის ბაზაზე განთავსებას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პლენერის კოორდინატორს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორს, თამარ ცაგარელს (ელფოსტა: tamar.tsagareli@iliauni.edu.ge).

ბანერები