ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საზაფხულო სკოლა: "საქართველოს კვლევები"

ღონისძიებები

27 აგვისტოს, 18:00 საათზე, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოფიციალურად გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლები: ”საქართველოს კვლევები” და ”სამხრეთ კავკასია: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა”.

საზაფხულო სკოლა ”სამხრეთ კავკასია: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა” დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (”DAAD”-ის) მიერ. მასში მონაწილეობის მისაღებად 20 გერმანელი სტუდენტი და ორი საქვეყნოდ აღიარებული გერმანელი ექსპერტია ჩამოსული.

საზაფხულო სკოლაში, სახელწოდებით ”საქართველოს კვლევები”, რომელიც ფინანსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, მონაწილეობს 10 სტუდენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და 10 ქართველი სტუდენტი.

საზაფხულო სკოლების ფარგლებში ქართველი და უცხოელი სტუდენტები დაესწრებიან ლექცია-სემინარებს, მოუსმენენ ექსპერტებს და ერთ სამუშაო კვირას გაატარებენ აბასთუმანში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.

 

ბანერები