ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საზაფხულო სკოლა „საკონსტიტუციო სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში"

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ღია საზოგადოების ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს საზაფხულო სკოლის „საკონსტიტუციო სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“ (30 ივლისი – 7 აგვისტო) შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.  

დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV ფოტოსურათით არა უგვიანეს 23 ივნისის 24:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@iliauni.edu.ge

სკოლის შესახებ:

საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს წარჩინებული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი). სკოლის მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსს წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორების, პრაქტიკოსი იურისტებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით.

საზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნება საჯარო ლექციით, რომელსაც გაუძღვება The New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი იურისტის მოადგილე, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მაქროუ (David McCraw).

სავალდებულო მოთხოვნები:

  • დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის მოქმედი სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი).

  • თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას ინგლისურ ენასა და სამართალში. ტესტირების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები ასევე გაივლიან ზეპირ გასაუბრებას.

პროგრამა მოიცავს სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს თბილისში (30-31 ივლისი) და სტეფანწმინდაში, სასტუმროში „ყაზბეგი რუმსი“ (1 7 აგვისტო).

კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებითა და საცხოვრებლით.

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • კონსტიტუციონალიზმი და კანონის უზენაესობა: თანამედროვე გამოწვევები;

  • კონსტიტუციური კონტროლის განვითარება და თავდასხმა უფლებებზე: ევროპული გამოცდილება;

  • დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტები: ადამიანის უფლებების დარღვევები და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები;    

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სხვა სასამართლოების მიერ პროპორციულობის ტესტის გამოყენება;

  • „რთული საქმეები“ საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან;

  • ადამიანის უფლებები სისხლის სამართალში;

  • გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება; თანასწორობის უფლება.


დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

საქართველო, თბილისი

ჭავჭავაძის გამზ. N32

ტელ.: +9955 (77) 553391

 (+995 32) 222 00 09 (304)

ელფოსტა: summerschool@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: სოფიო შუბლაძე

ბანერები