ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საზაფხულო სკოლა Peace and Security in the South Caucasus

ღონისძიებები

2 ივლისიდან 2 აგვისტომდე, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A203 აუდიტორიაში ორგანიზაცია American Councils-თან თანამშრომლობით გაიმართება საზაფხულო სკოლა Peace and Security in the South Caucasus. მასში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი სტუდენტები.

სტუდენტები მოისმენენ ორ ოთხკვირიან კურსს თემებზე: „გეოპოლიტიკა, კონფლიქტი და განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ და „საზოგადოება და ენა სამხრეთ კავკასიაში“. კურსებს გაუძღვებიან პროფესორები: გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი, დიმიტრი ჯაფარიძე, ტიმოთი ბლაუველტი, ქეთი გურჩიანი, ნინო ჯავახიშვილი, თომას უირი.

სკოლა გახსნილია ქართველი სტუდენტებისთვისაც. მათთვის ეს იქნება კარგი საშუალება არა მარტო მიიღონ დამატებითი ინფორმაცია შესაბამის საკითხებზე, არამედ გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე და გაიცნონ ამერიკელი თანატოლები.

სკოლის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროფ. გია ნოდიას (ghian@iliauni.edu.ge) და ნინო ლემონჯავას (jilda.lemonjava@iliauni.edu.ge).

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 2 ივლისი-2 აგვისტო, 10:00-15:30 საათი 

ადგილმდებარეობა: A203 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N 32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები