ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საზაფხულო სკოლა „კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში, ტენდენციები, სიახლეები, გამოწვევები, პოლიტიკური კვლევა, როგორც მიმართულება, საქართველოსა და მსოფლიოში“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსთაველის ფონდის დაფინანსებით გამართავს საზაფხულო სკოლას თემაზე: „კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში, ტენდენციები, სიახლეები, გამოწვევები, პოლიტიკური კვლევა, როგორც მიმართულება, საქართველოსა და მსოფლიოში“.

ლექციებსა და პრაქტიკულ სემინარებს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორები და ადგილობრივი და უცხოელი მოწვეული ლექტორები. სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევრებსა და სოციალური მიმართულების მაგისტრატებსა და დოქტორანტებს.

სკოლა ჩატარდება 7-15 ივნისს ქ. თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

მონაწილეები შეირჩევიანგამოცდილებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

დოკუმენტების  გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 მაისი, 18.00 საათამდე.

 CV და სამოტივაციო წერილი აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ana.tarkhnishvili.1@iliauni.edu.ge

საზაფხულო სკოლის აღწერა

სოციალური მეცნიერებებისათვის დამახასიათებელია მჭიდრო კავშირი თეორიასა და ემპირიულ მასალას შორის, ამიტომ სოციალურ მეცნიერებათა განვითარება, ასევე  მათი მომიჯნავე, გამოყენებითი სფეროებიც, მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კვლევის, როგორც ინსტრუმენტის, მეთოდების განვითარებასთან.

საქართველოში ბოლო 12-15 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები ითვალისწინებდა კლევითი სფეროს ჩართულობას. კვლევა გამოიყენებოდა, როგორც სამუშაო პროცესის, ასევე საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, ერთი მხრივ, კვლევა ზომავდა მოსახლეობის განწყობებს, მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ, როგორც კონკურენტებთან უპირატესობის დასტურს, საინფორმაციო ომში იარაღის ფუნქციას ასრულებდა.. კვლევის აქტიურმა მონაწილეობამ პოლიტიკურ პროცესებში კვლევის ხარისხისა და მეთოდების მიმართ შექმნა მაღალი მოთხოვნა. ამიტომ სხვა კვლევით სფეროებს შორის შექმნა პირობა მეთოდოლოგიური მხარის განსაკუთრებული განვითარებისა და დახვეწისათვის.

გარდა მეთოდოლოგიური განვითარებისა, პოლიტიკურ კვლევაში ჩართულ ორგანიზაციებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა ძალიან დიდი კვლევითი და სტატისტიკური მასალა მონაცემთა ბაზების სახით. ნაწილი მონაცემებისა ხელმისაწვდომია კვლევითი კომპანიების საიტებზე,  მნიშვნელოვანი ნაწილი კი ინახება კვლევითი კომპანიების არქივებში. უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერ საფუძველს შექმნის მონაცემების ბაზების თავმოყრისა და ანალიზისათვის.

საზაფხულო სკოლა მოგვცემს საშუალებას, სტუდენტებსა და ამ სფეროში ჩართულ ახალგაზრდა მეცნიერებს წლების განმავლობაში დაგროვებულ მასალაზე დაფუძნებული ანალიზი შევთავაზოთდა გავზარდოთ მათში პოლიტიკური კვლევის საკითხებისადმი ინტერესი. კონკრეტული ქეისების/შემთხვევების მაგალითებზე  პრაქტიკულ ჭრილში ვაჩვენოთ პოლიტიკური კვლევის საჭიროებები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, როგორც ქართული პოლიტიკური რეალობისათვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნისათვის, რასაც უზრუნველყოფენ მაღალპროფესიონალიექსპერტები, როგორც აკადემიური სფეროდან, ასევე კერძო სექტორიდან.

საზაფხულო სკოლის საქმიანობაში ჩართულები იქნებიან გერმანიის ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტოლენი და სიდიდით მსოფლიოს სამეულში შემავალი კერძო კომპანიის Ipsos მკვლევარი ვოდიმ ვოლისი (აშშ). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ექსპერტს  საქართველოს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. იოჰან თოლენი 1994 წლიდან არის ჩართული სამუშაო ჯგუფებში, კონსულტაციას ი უწევდა საქართველოში განხორციელებულ არაერთ პროექტს.

ვოდიმ ვოლოსი 2010 წლიდან თანამშრომლობს ქართულ კვლევით კომპანიებთან და კონსულტაციას უწევს პოლიტიკური კვლევის პროცესს. ასეთი გამოცდილება  უნიკალურ საშუალებას მოგვცემს საზაფხულო სკოლის დამსწრეებს გავაცნოთ საქართველოს გამოცდილება საერთაშორისო ხედვისა და პრექტიკის კონტექსტში.

საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის სოციალურ მეცნიერებებში კვლევის მეთოდებისა და პოლიტიკური კვლევის სფეროებში ცოდნის გაღრმავება. კვლევის მეთოდოლოგიის/პროგრამის შემუშავებაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა, კვლევის დაგეგმვასა და კვლევითი პროცესის ყველა ეტაპის განხორციელება, ემპირიულ კვლევებში სოციოლოგისათვის საჭირო ორიენტაციებისა და კომპეტენციების მიღება/შემუშავება.

საზაფხულო სკოლა შედგება 8-დღიანი პროგრამისაგან რამდენიმე განსხვავებული სწავლების და პრაქტიკული სამუშაოების ჩატარებით ფორმატით.

სწავლება, რომელიც გაგრძელდება 9 დღე, 3 თემატურ კატეგორიად დაიყოფა:

  1. კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში, სიახლეები, გამოწვევები (2 დღე)

  2. პოლიტიკური კვლევა   დარგში უახლესი ტენდენციების განხილვა და არსებული მონაცემთა ბაზის ანალიზი და პრეზენტაცია 2 დღე);

  3. პრაქტიკული სამუშაოები – სამუშაო ჯგუფების შექმნა შერჩეული მეთოდოლოგიით კონკრეტული კვლევის პროგრამის, ინსტრუმენტის (კითხვარის) შემუშავება (1 დღე);

  4. სამუშაო ჯგუფების მიერ საველე სამუშაოების ჩატარება (1 დღე);

  5. მონაცემთა გენერირება და ანალიზი მონაცემთა კოდირება და მონაცემთა ბაზაში შეყვანა, წმენდა, დამუშავება და ანალიზი (1 დღე);

  6. მონაწილეთა ჯგუფური პროექტების პრეზენტაცია, საუკეთესო პროექტის გამოვლენა/დაჯილდოვება, საზაფხულო სკოლის მუშაობის შეჯამება (1 დღე).

საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ ჩატარდება მსმენელებთან შედეგების შესაფასებელი კვლევა, რომელშიც შეფასდება  სწავლების სარგებლიანობა, მიეთითება დამოკიდებულებები და კომენტარებიპროექტის ზოგადიშეფასების ადა მომავლის პროექტების გაუმჯობესების მიზნით.

ბანერები