ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საზაფხულო სკოლა ბათუმში

ღონისძიებები

2011 წლის 29 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და განათლების მართვის პროექტის (USAID) ხელშეწყობით, ბათუმში ტარდება "განათლების ადმინისტრირების ბათუმის საზაფხულო სკოლა". იგი ხელს შეუწყობს ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობას და განათლების ადმინისტრირებაში ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებას.

"განათლების ადმინისტრირების საზაფხულო სკოლის” კურსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად წაიყვანენ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორები. სწავლების მეთოდოლოგიებში და აკადემიური კურსების დიზაინში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან სპეციალურ სემინარს ჩაატარებს კალიფორნიის ლოს–ანჯელესის უნივერსიტეტის განათლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი ბარბარა ნაითი.

უნივერსიტეტების მიერ დაგეგმილმა ერთობლივმა საზაფხულო სკოლამ განათლების ადმინისტრირების საკითხებში საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. კურსები დაგეგმილია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის. 114 მონაწილე ერთი კვირის განმავლობაში გაივლის შემდეგ ძირითად სასწავლო კურსებს:

1.    კურიკულუმის შემუშავების მეთოდოლოგია
2.    სწავლების მეთოდები
3.    ადამიანური რესურსების მართვა განათლებაში
4.    ორგანიზაციული ლიდერობა
5.    განათლება მრავალფეროვან საზოგადოებაში
6.    პრაქტიკული კვლევა განათლებაში
7.    განათლების პოლიტიკა
8.    სასწავლო პროცესის მონიტორინგი/შეფასება
 
განათლების ადმინისტრირების სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს დაურიგდებათ კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ბანერები