ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა

ღონისძიებები

12-დან 15 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზის მიმდებარე ფოიეში გაიმართება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იქნება ფერწერის ნიმუშები (ზეთი, გუაში, აკვარელი), ნახატები (ფანქარი, ტუში), დაზგური გრაფიკისა და ენკაუსტიკის ტექნიკით შესრულებული კომპოზიციები. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სტუდენტების ნამუშევრები: ლევან ხარაზიშვილი, ელენე ქორთუა, მარიამ შოთნიაშვილი, მაკა ჭარაქაშვილი, აითაჯ მამედოვა, ნინო გრიგოლაია, ლიკა ღლონტი, გვანცა ალიმბარაშვილი, ნანა ტიტვინიძე, ნინო ხარატიანი, ლალი გადელია, აისუნ ხალილოვა, მარიამ ერგემლიძე, ლიკა კუკუჭანაშვილი.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით მსგავსი გამოფენები ყოველ სემესტრში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების სტუდენტთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას საუნივერსიტეტო სივრცეში.

ბანერები