ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი - კონფერენცია

ღონისძიებები

2, 3, 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გამართავს მაგისტრანტთა და დოქტორანტთა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით ”სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი”.

სამეცნიერო კონფერენცია ახალგაზრდა მეცნიერთა აღზრდისა და დაოსტატების საუკეთესო საშუალებაა. მასში მონაწილეობს 17 დოქტორანტი საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და შვედეთიდან. წლევანდელი კონფერენციის მოწვეული ლექტორია პროფესორი, ტრინიტის კოლეჯის ბეკეტის ცენტრის თავმჯდომარე, ბრაიან სინგლტონი (Brian Singleton). 

3 მაისს, 11:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში (აღმაშენებლის 164) III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ოფიციალურად გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.

4 მაისს, 14:00 საათიდან, კონფერეცნიის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A304) ჩატარდება პროფესორ ბაიან სინგლტონის ორი ლექცია სახელწოდებებით: „ევროპული თეატრი და თანამედროვე წარმოდგენა“, „მეხსიერების ლანდშაფტები: პოსტკოლონიალური წარმოდგენა ნაციონალიზმის მიღმა“;

კონფერენცია ტარდება  ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ ”კავკასიის”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით.

ბანერები