ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისკუსია თემაზე: „სახელმწიფო ენა წარმატებისთვის“

ღონისძიებები

12 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადებისა და ინტეგრაციის საგანმანათლებლო პროგრამა, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის საუნივერსიტეტო ახალგაზრდული ცენტრი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია „სოვლაბი“ სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით გამართავენ დისკუსიას თემაზე: „სახელმწიფო ენა წარმატებისთვის“.

პროგრამის არაქართულენოვანი სტუდენტები საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტის საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი (http://prosopography.iliauni.edu.ge/) ბაზაზე ქმნიან XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების ციფრულ ისტორიას, სწავლობენ და სტუდენტური მინიპროექტების სახით აქვეყნებენ დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში არაქართულენოვანი მოსახლეობის ღვაწლის ამსახველ მასალას. ამ პროგრამის სტუდენტი, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის, ფარი ხანუმ სოფიევას შთამომავალი, ისმაილ სოფიევი ისაუბრებს საკუთარ გეგმებზე, როგორ აპირებს უცნობი ისტორიების კვლევა-ძიებით სამოქალაქო მეხსიერების მატიანის შექმნას. ამავე პროგრამის სტუდენტები, ნარე კაზარიანი და ლილით დავთიანი, წარადგენენ დამოუკიდებელი საქართველოს მეცენატებს, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს როგორც ქართულ, ისე სომხურ საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში, მათ შორის ახალგაზრდებისთვის უცხოეთში სასწავლებლად სასტიპენდიო ფონდების დაარსებაში.

დრო: 12 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები