ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საუნივერსიტეტო პრაქტიკა განათლების ლიდერებისთვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშობა დაიწყო მუდმივმოქმედმა სემინარმა, რომელიც დაინტერესებულ აუდიტორიას სამეცნიერო დისკუსიებს და ლექციებს სთავაზობს. ყოველი თვე მეცნიერების რომელიმე მიმართულებას ან პრობლემურ სფეროს ეძღვნება. 

ამა წლის თებერვალში სემინარების სერია განათლებას ეძღვნება. ამ თვის მომხსენებლები არიან: მაილს ბრაიანტი (ნებრასკა), ბარბარა ნაითი (კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს ანჟელესში), დონალდ თომასი (სიმონსის კოლეჯი, ამერიკული აკადემია თბილისში თანადამფუძნებელი), რიტა ფლინი (კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს ანჟელესში), რობერტ კუპერი (კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს ანჟელესში).

ხუთშაბათს, 18 თებერვალს, სამაგისტრო და სადოქტორო ფაკულტეტის სემინარი მასპინძლობს რიტა ფლინს (კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს-ანჟელესში), რომელიც ისაუბრებს თემაზე: გამოცდილება და განათლება: საუნივერსიტეტო პრაქტიკა განათლების ლიდერებისთვის. ქალბატონი ფლინის ვიზიტი ხორციელდება USAID-ის მიერ დაფინანსებული განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. სემინარი იმართება ყოველი თვის ხუთშაბათ დღეს, 18.15 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის 101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი 32).

სემინარის კარი ღიაა როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე სხვა უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისთვის, მეცნიერებით დაინტერესებული პირებისთვის. სემინარის ფორმატი და შინაარსი საშუალებას აძლევს სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებულ აკადემიურ საზოგადოებას, ჩაერთოს ინტერდისციპლინურ დისკუსიაში.

ბანერები